სიახლეები

სიახლეები
ფილიალების გახსნა
დედაქალაქში "ნიკორა სუპერმარკეტის" 2 ახალი ობიექტი გაიხსნა
2015-02-25

"ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელს ორი სავაჭრო ობიექტი შეემატა. კომპანიამ ახალი სუპერმარკეტები მუხიანსა და  ნუცუბიძის ქუჩაზე გახსნა. 

მუხიანის მე-2 მ/რ-ში, 22-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული ობიექტი მომხმარებლებს უკვე რამდენიმე დღეა ემსახურება, ნუცუბიძის 129 ნომერში კი "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი, 24 თებერვალს გაიხსნა.

სუპერმარკეტები, კომპანიის სხვა ობიექტების მსგავსად, პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლებს. ადგილზე წარმოდგენილია, როგორც ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ასევე ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები.

კომპანია ტრადიციას სხვა მხრივაც განაგრძობს - "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტები კვლავ  შოუს ელემენტების, მხიარული მუსიკისა და საჩუქრების თანხლებით გაიხსნა.

 

დედაქალაქში
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry