10 ივლისს, თელავში "ნიკორა სუპერმარკეტის" განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა. ჭავჭავაძის #52-ში მდებარე ობიექტით კომპანია კახეთის რეგიონის სავაჭრო ქსელში თბილისის "ნიკორა სუპერმარკეტებშ" არსებული სტანდარტების დანერგვის პროცესს იწყებს. კახეთში მდებარე "ნიკორას სუპერმარკეტში" გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება მომსახურების ხარისხი და მნიშვნელოვნად გაიზრდება კვების პროდუქტების ასორტიმენტი, მოსახლეობა ახლა უკვე ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენასაც შეძლებს. ქსელის განახლება მომხმარებლისათვის სხვადასხვა აქციების შეთავაზებასა და სავაჭრო ობიექტების მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადასვლასაც ითვალისწინებს.