27 ივნისს, კანდელაკის 33/35 ნომერში "ნიკორა სუპერმარკეტის" კიდევ ერთი ახალი ობიექტი გაისხნა. სავაჭრო ობიექტი, რომელიც დედაქალაქში კომპანიის რიგით 63-ე მაღაზიაა, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტის პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
"ნიკორა სუპერმარკეტი" ქსელის გაფართოების პროცესს კვლავ შოუს ელემენტების თანხლებით განაგრძობს. მხიარულ გარემოში - გემრიელი პროდუქციისა და საჩუქრების თანხლებით ჩაიარა კანდელაკის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმაც.
შეგახსენებთ, რომ "ნიკორა სუპერმარკეტი" საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ქსელს ფლობს. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, კომპანიის 93 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, რომელთაგან 63 დედაქალაქში, 30 კი სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს.