კიდევ ერთი სიახლე ჩვენს ქსელში
დღეს სს. „ნიკორა ტრეიდმა“ და შპს „ლუკოილ ჯორჯიამ“ ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ამიერიდან ჩვენს ერთგულ მომხმარებელს უკვე „ლუკოილის“ ბენზინ-გასამართ სადგურზეც ვუმასპინძლებთ.
ეს იქნება ევროპულ სტანადრტებზე მორგებული, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით შერჩეული ასორტიმენტის ფილიალები, სადაც განთავსებული იქნება მცირე ზომის კაფეტერიებიც.
ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ნიკორა სუპერმარკეტს“ გეგმაში აქვს ახლო მომავალში სრულად მოიცვას „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურები.