სიახლეები

სიახლეები
ფილიალების გახსნა
"ნიკორა სუპერმარკეტმა" 300 არაგველზე განახლებული ობიექტი გახსნა
2014-03-26

წინანდლის #9-ში (მეტრო "300 არაგველის" მიმდებარედ) "ნიკორა სუპერმარკეტის" განახლებული ობიექტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სუპერმარკეტში ფართი 2-ჯერ გაიზარდა და მომხმარებელს ობიექტში ახლა უკვე "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების პროდუქციის გარდა, სხვა ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების შეძენაც შეუძლია. 

სუპერმარკეტი ტრადიციიულად მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნა - ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა. ამას გარდა, სუპერმარკეტის 15-ე მომხმარებელი კომპანიისაგან სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა.

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry