13 მაისს, ქ.თბილისში "ნიკორა სუპერმარკეტის" ახალი ობიექტი ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის #90 ნომერში - "კი ბატონოს" მაღაზიის ადგილას გაიხსნა.
"ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელმა თბილისში მდებარე "კი ბატონოს" 3 ობიექტი გასული წლის ბოლოს - "ჰომმარტისა" და ზუგდიდში მოქმედი "სანდეის" ქსელის პარალელურად შეიძინა და უახლოეს მომავალში მის სრულ რებრენდინგს გეგმავს.
ქეთევან წამებულის 90 ნომერში გახსნილი ობიექტი "ნიკორა სუპერმარკეტის" რიგით 74-ე სუპერმარკეტია დედაქალაქში.