4 ოქტომბერს, ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე, "ნიკორა სუპერმარკეტის" ახალი ობიექტი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი ვეკუას #1-ში მდებარეობს და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
ამჟამად, "ნიკორა სუპერმარკეტის" მფლობელობაში 84 საფირმო მაღაზიაა, რომელთა შორის 57 სავაჭრო ობიექტი თბილისში, 27 მაღაზია კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობს.