მხარდაჭერა

ღონისძიებები
მხარდაჭერა
"ნიკორა სუპერმარკეტმა" ბერი ანდრიას ფონდის აღსაზრდელები მოინახულა

"ნიკორა სუპერმარკეტმა" ბერი ანდრიას ფონდის აღსაზრდელები მოინახულა

2016-06-01

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ნიკორა სუპერმარკეტი’’ დიდ დიღომში - მირიან მეფის 26 ნომრის მიმდებარედ არსებულ ბერი ანდრიას ფონდსა და იაშვილის კლინიკას ესტუმრა. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ ბერი ანდრიას ფონდის 57-მდე ბენეფიციარი და იაშვილის კლინიკის 30-მდე პაციენტი მოვინახულეთ. პატარებს სხვადასხვა სახის ტკბილეული, სათამაშოები და სასაჩუქრე კალათები გადავეცით. მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა, ანიმატორებმა, კლოუნებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრითა და სურვილების ჩამოწერით დასრულდა, რომელსაც "ნიკორა სუპერმარკეტი" საახალწლოდ აუსრულებს. აქვე გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რომლებმაც არ დაიზარეს და მიიღეს მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry