23 დეკემბერს ნიკორა სუპერმრკეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.“ აღნიშნული აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება, რომლებიც მკურნალობის კურსს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან. მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, რომ გამოიჩინეს ინტერესი და ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან და სასარგებლო აქციაში.