ამა წლის 25 ივნისს, „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს მხარდაჭერით ქ.ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე „ნიკორა სუპერმარკეტმა“ ვეტერან მეზღვაურებს სასაჩუქრე კალათები, დაგროვებითი ბარათები და ასევე „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
გარდა ამისა 25 ივნისს ქ.ბათუმში არსებულ "ნიკორა სუპერმარკეტის" მაღაზიებში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ 50%-იანი ფასდაკლებით "ოკეანის" პროდუქციაზე.
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად 2011 წელს გამოაცხადა.