მხარდაჭერა

ღონისძიებები
მხარდაჭერა
"ნიკორა სუპერმარკეტი" 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად

"ნიკორა სუპერმარკეტი" 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად

2015-06-15

"ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელმა 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს 20 ათასი ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათები გადასცა. ბარათის მფლობელები, აღნიშნული თანხის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენას შეძლებენ.

დაზარალებულთა დახმარების საკითხში საკუთარი წვლილი შეიტანეს "ნიკორას" შვილობილმა კომპანიებმა - "ოკეანემ", "მზარეულის საცხობმა", "ჩვენმა ფერმერმა" და "ინტრეიდმა". ბრენდები დაზარალებულ მოსახლეობასა და სტიქიის ლოკაციებზე დასაქმებულ მოხალისეებს საკვები პროდუქტებით - ხორცპროდუქტებით, თევზეულით, პურ-ფუნთუშეულით, რძის პროდუქტებითა და უალკოჰოლო სასმელებით ამარაგებენ.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry