სუპერმარკეტების ქსელმა ნიკორამ ვაკის გამგეობასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქალბატონებს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლეილა აბაშიძესა და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ქალბატონებს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტკბილეულის სასაჩუქრე კალათასთან ერთად ნიკორა სუპერმარკეტის დაგროვებითი და სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ, რითაც საშუალება ექნებათ ამ თანხის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის და ასევე შეძნილი პროდუქტებზე ქულების დაგროვების.