ამა წლის 21 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შპს. „ნიკორა ტრეიდსა“ და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში შპს. „ნიკორა ტრეიდი“ ერთი წლის განმავლობაში შემოწირულობის სახით დააფინანსებს ბოტანიკურ ბაღს, რაც თავის მხრივ მოხმარდება მცენარეთა კვლევას, კოლექციის შევსება-განახლებას, ჯიშების შესწავლას და ბაღის შესაძლებლობების ზრდას.
საქართველოში ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც კერძო კომპანია უშუალოდ ერთვება კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებში და გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას ბიოლოგიურ მრავალფეროვნების კვლევას.
მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ღონისძიებას სხვა დანარჩენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ქ. თბილისის მერი, ბ-ნ დავით ნარმანია, ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბ-ნ თამაზ დარჩიძე და შპს. „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნ დავით ურუშაძე.