ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ქამა სოკოს მოაცალეთ ფეხები და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ შუაგული.
წვრილად დაჭერით სოკოს გულიდან ამოღებული ნაწილი, ასევე ხახვი და შეწვით ზეითუნის ზეთში.
დაუმატეთ მარილი და პილპილი.
თუნუქის ფურცელზე, დააწყვეთ ქამა სოკო, თანაბრად გაანაწილეთ და გულში მოათავსეთ შემწვარი ხახვის და სოკოს შიგთავსი. ზემოდან კი დაახალეთ მწყრის კვერცხი.
შედგით, წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და მოამზადეთ 5 წუთის განმავლობაში.
სუფრაზე მიტანამდე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით.