ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
დაჭრილი ხახვი და შაშხი შეწვით ზეითუნის ზეთში და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.
სპაგეტი მოათავსეთ ადუღებულ მარილწყალში და სანამ ბოლომდე მოიხარშება, 2-3 წუთით ადრე გადაწურეთ.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. ათქვეფილი კვერცხი შეურიეთ სპაგეტს. შემდეგ დაუმატეთ მოთუშული ხახვი და შაშხი.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააფორმოთ ბაზილიკის ფოთლებით.