ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
კვერცხი, ორეგანო, მარილი და წიწაკა გათქვიფეთ თასში. მეორე თასში აურიეთ საფანელი, გახეხილი პარმეზანი და ნიორი.
საქონლის ფილე ჯერ კვერცხიან თასში ამოავლეთ კარგად, შემდეგ კი საფანელში. დაალაგეთ ცხიმიან ტაფაზე და შებრაწეთ ორივე მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
შებრაწული ფილე მოათავსეთ თუნუქის საცხობ ფურცელზე, თითოეულ ნაჭერს დააწყვეთ დაჭრილი შაშხის ნაჭრები, მოასხით 2-3 ს/კ ტომატის წვენი, მოაყარეთ 1/4 ჭიქა გახეხილი მოცარელა, ორეგანო და შედგით ღუმელში, სანამ ყველი არ დადნება.