ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ყაბაყი დაჭერით რგოლებად, მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ თეფშზე და გააგრილეთ.
ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, ხაჭო, გახეხილი მაგარი ყველი, მარილი, პილპილი, ფქვილი, და დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში. მიღებულ ნაზავს დაუმატეთ მოთუშული ყაბაყი.
გადაიტანეთ ღრმა საცხობ ლანგარზე და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი რბილი ყველი.
ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. მოთუშეთ დაახლოებით 1 წუთით. მოთუშული პამიდორი ფრთხილად დაალაგეთ ფრიტატას.
შედგით წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
მზა ფრიტატას ზემოდან მოაყარეთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში.