ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გოგრა გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ თესლი და შიგთავსი.
წვრილად დაჭერით გოგრის რბილობი, ხახვი და წითელი წიწაკა.
მოხარშეთ ბრინჯი და გადაწურეთ.
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით კუბიკებად დაჭრილი სოსისი. იმავე ტაფაზე მოათავსეთ ხახვი, წითელი წიწაკა, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. აურიეთ, მოთუშეთ და გადააწყვეთ სოსისებთან ერთად. დაუმატეთ გოგრის დაჭრილი რბილობი, მოხარშული ბრინჯი და ოხრახუში. შემდეგ კვლავ აურიეთ.
მიღებული მასა გადაანაწილეთ, გულამოცლილ გოგრებში. დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე, შემოახვიეთ ფოლგა და შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად 20-30 წუთი დაგჭირდებათ.