რეცეპტები

ცხელი-კერძები
კალმახი ღვინის სოუსში
კალმახი ღვინის სოუსში

კალმახი ღვინის სოუსში

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • კალმახი - 2 ცალი
  • ხმელი ძირა, ორეგანო  - 1 ს/კ
  • ნიორი - 4 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით

სოუსისათვის:

  • ლიმნის წვენი - 3 ს/კ
  • თეთრი ღვინო - 2 ს/კ
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ოხრახუში - 2 ს/კ

მომზადების წესი:

გარეცხილ და გასუფთავებულ კალმახს მოაყარეთ ხმელი ძირა, ორეგანო და მარილი. მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, გადააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ ნიორი, დაამატეთ ლიმნის წვენი და თეთრი ღვინო. დადგით დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2 ს/კ გამდნარი კარაქი და მოურიეთ.

მიღებული სოუსი დაამატეთ მანამდე მომზადებულ კალმახს და მოაჭერით ოხრახუში.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ლიმნის და პომიდვრის მრგვალი ნაჭრები.

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry