რეცეპტები

დესერტები
სალათა მოცარელათი
სალათა მოცარელათი

სალათა მოცარელათი

რეცეპტის კატეგორია:

დესერტები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ყველი მოცარელა - 150 გ
  • პამიდორი ჩერი - 8 ც
  • უკურკო ზეთისხილი - 100 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • რძე - 2 ს/კ
  • სალათის ფოთოლი - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი და წითელი წიწაკა - გემოვნებით
  • მწვანილი გასაფორმებლად

მომზადების წესი: 

მოცარელა, პამიდორი და ზეთისხილი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ თასში.

საშუალო ზომის ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და რძე. დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა.

ათქვეფილი კვერცხის მასა დაასხით გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან. გააგრილეთ და დაჭერით საშუალო ზომის მოგრძო ნაჭრებად. გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს.

ერთმანეთში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა, მოასხით სალათას და კარგად აურიეთ.

განიერ სასალათე თეფშზე დააწყვეთ ხელით დანაწევრებული სალათის ფოთლები და ზემოდან მოათავსეთ მომზადებული სალათა. მაგიდასთან მიტანისას გააფორმეთ მწვანილით.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry