ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი (გამდნარი): 300 გრ
მარილიანი ჩიფსები: 1 ჭიქა (მსუბუქად დაფხვნილი)
მოხალული ნუში: ½ ჭიქა (დაჭრილი)
კარამელის სოუსი: 2 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
გამდნარი შავი შოკოლადი თანაბრად და ლამაზად გადაანაწილეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე ან ფორმაში.
შოკოლადის ზედაპირს უხვად მოაყარეთ მსუბუქად დაფხვნილი მარილიანი ჩიფსები და დაჭრილი მოხალული ნუში.
ზემოდან ლამაზად მოასხით კარამელის სოუსი
შედგით მაცივარში ან საყინულეში სრულ გაცივებამდე. როდესაც შოკოლადი მყარ ფილად იქცევა, გამოიღეთ და ხელით ფრთხილად დაამტვრიეთ