რეცეპტები

დესერტები
ფენოვან ცომში გამომცხვარი მსხალი
ფენოვან ცომში გამომცხვარი მსხალი

ფენოვან ცომში გამომცხვარი მსხალი

რეცეპტის კატეგორია:

დესერტები

მარტივი

მომზადების დრო:

35-40 წუთი

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • მსხალი: 5 ცალი (სასურველია მყარი ჯიში)
  • ფენოვანი ცომი: 1 შეკვრა
  • ნიგოზი: დაჭრილი, გემოვნებით
  • თაფლი: სურვილისამებრ
  • დარიჩინი: მწიკვი
  • კვერცხის გული: 1 ცალი (გადასასმელად)


    მომზადების წესი:

პირველ რიგში, მსხალი გავფცქვნათ და ქვედა მხრიდან შუაგული ფრთხილად ამოვაცალოთ. შიგთავსისთვის კი ერთმანეთს შევურიოთ დაჭრილი ნიგოზი, ცოტაოდენი თაფლი და არომატული დარიჩინი. მიღებული მასით მჭიდროდ ამოვავსოთ მსხლები. 

შემდეგ, ფენოვანი ცომი დავჭრათ გრძელ ზოლებად და თითოეულ მსხალს ქვემოდან ზემოთ წრიულად შემოვახვიოთ. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული, რომ ცხობისას ლამაზი, პრიალა ოქროსფერი მიიღოს. 

შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ მანამ, სანამ ცომი კარგად არ დაიბრაწება და არ გახრაშუნდება.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry