რეცეპტები

ნამცხვრები
სტაფილოს ნამცხვარი
სტაფილოს ნამცხვარი

სტაფილოს ნამცხვარი

რეცეპტის კატეგორია:

ნამცხვრები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

   ინგრედიენტები:

       ბისკვიტისთვის:

  • ფქვილი - 350 გ
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ც
  • ზეთი - 1,5 ჭიქა
  • სტაფილო - 450 გ
  • დარიჩინი - 1,5 ჩ/კ
  • დაფქული მუსკატის კაკალი - ¼ ჩ/კ
  • ცომის გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
  • სოდა - 1ჩ/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ

    კრემისთვის:
     
  • კრემ-ყველი - 450 გ
  • დარბილებული კარაქი - 140 გ
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • დაფქული შაქარი - 3 ჭიქა
  • ვანილი - 1,5 ჩ/კ
  • ნიგოზი - 1 ჭიქა

  მომზადების წესი:

დიდი ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ფქვილი, სოდა, მარილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ცომის გამაფხვიერებელი.

ცალკე, მიქსერის დახმარებით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ზეთი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა.
 

მიღებული ნარევი შეურიეთ ფქვილის მშრალ მასას. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიგოზი და კოვზით აურიეთ. ტორტის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ მიღებული მასა. გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 40-50 წუთის განმავლობაში.

მზა ბისკვიტი გააციეთ და გაყავით სამ ჰორიზონტალურ ნაწილად.
 

მას შემდეგ, რაც ბისკვიტი გამოცხვება შეგიძლიათ კრემიც მოამზადოთ...
 

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და კრემ-ყველი. დაუმატეთ დაფქული შაქარი, ვანილი, არაჟანი და კვლავ ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაანაწილეთ კრემი ბისკვიტის ფენებზე...

გვერდებზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

ზემოდან შეგიძლიათ სურვილისამებრ გააფორმოთ.

 

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry