ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
1,2 ლ წყალში მოხარშეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი.
გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დაუმატეთ კანგაცლილი, დაბლენდერებული პომიდორი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
მოხარშულ კარტოფილს, დაუმატეთ მომზადებული პომიდვრის სოუსი, ასევე მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
პომიდვრის წვნიანი შეგიძლიათ გააფორმოთ სასურველი მწვანილით...
გაითვალისწინეთ, რომ გახუხულ პურთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია!