ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
"მზარეულის საცხობის" ფენოვან ცომს გავყოფთ ორ ნაწილად. ამავდროულად, მოვამზადებთ შიგთავსს - ტარხუნას დავჭრით, მწვანე ხახვს მოვთუშავთ, კვერცხს კი გავხეხავთ. ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ და პილპილითა და მარილით შევაზავებთ.
ცივ ტაფაზე დავდებთ ცომის ერთ ნაწილს და ზედვე გავაბრტყელებთ. დავადებთ მომზადებულ შიგთავსს და მეორე გაბრტყელებულ ცომს გადავაფარებთ. ცომს ზემოდან ჩანგლით დავხვრეტთ და აირღუმელში შევდგამთ 20 წუთის განმავლობაში - 180 გრადუსზე.