რეცეპტები

ცომეული
იტალიური პასკა პანეტონე
იტალიური პასკა პანეტონე

იტალიური პასკა პანეტონე

რეცეპტის კატეგორია:

ცომეული

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ქიშმიში - 1 ჭიქა
  • რომი - 2 ს/კ
  • თბილი წყალი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 550 გ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • მშრალი საფუარი - ½ ჩ/კ
  • მარილი - ½ ჩ/კ
  • ლიმონის ცედრა - 1/3 ჩ/კ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • თაფლი - 1 ს/კ
  • კარგად დარბილებული კარაქი - 250 გ
  • გამდნარი კარაქი - 1 ს/კ
  • გაყინული კარაქი - 1 ს/კ
  • ფორთოხლის ცუკატები - 130 გ

მომზადების წესი:

პატარა ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ქიშმიში. დაასხით რომისა და თბილი წყლის ნაზავი. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, მთელი ღამის განმავლობაში გასაფუებლად.

ფქვილს დაუმატეთ საფუარი, შაქარი, მარილი, ლიმონის ცედრა, ვანილი და კარგად აურიეთ.

საშუალო ზომის ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, თბილ წყალთან და თაფლთან ერთად. დაუმატეთ ფქვილის მასა და მიქსერით აურიეთ. კოვზის დახმარებით  ნელ-ნელა უმატეთ დარბილებური კარაქი და თქვიფეთ, სანამ ცომი ელასტიური და გლუვი არ გახდება.

მიღებულ ცომს შეურიეთ გაფუებული ქიშმიში, ფორთოხლის ცუკატები და გამდნარი კარაქი.

ცომი  მოათავსეთ მოზრდილ ჯამში და გადააფარეთ კულინარიული პარკი. მან დაახლოებით 3-ჯერ უნდა მოიმატოს ზომაში, ამისათვის კი 12-15 საათი დაგჭირდებათ.

აფუებულ ცომს მოაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ გუნდა. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. გადააფარეთ დასველებული და შემდეგ კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერეთ კიდევ 3-5 საათი ოთახის ტემპერატურაზე. მან გამოსაცხობ ფორმაზე ზემოთ უნდა აიწიოს.

ცომს ზედაპირზე გაუკეთეთ ჯვრის ფორმის ჩაღრმავება და შიგნით მოათავსეთ 1 ს/კ გაყინული კარაქი. შედგით წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად შემოაწმეთ ასანთის ღერით. ის ცომიდან ოდნავ სველი უნდა ამოვიდეს.

პასკის გამოსაცხობად დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ.

გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი პანეტონე და აცადეთ გაცივება.

პასკის შენახვა, ოთახის ტემპერატურაზე, ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ. 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry