ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.
ერთმანეთში აურიეთ მუსლი, შაქარი, ფქვილი, დარიჩინი და მარილი.
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და ზემოთჩამოთვლილ მშრალ ინგრედიენტებს შეურიეთ.
მიღებული მასის ნაწილი მოათავსეთ საცხობ ფორმაში.
ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი გარგარი, ვაშლი, ასევე ლიმონის წვენი და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში მოთავსებულ მასაზე, შემდეგ კი ცომის მეორე ნაწილი წაუსვით ზემოდან.
ბოლოს კვლავ დააწყვეთ დაჭრილი გარგარი და ვაშლი. მოაყარეთ ცოტა შაქარიც.
კექსი გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
ოდნავ გააგრილეთ, სუფრასთან მიტანამდე ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ მუსლი.