რეცეპტები

სუპები
პოლონური ცივი ბორშჩი
პოლონური ცივი ბორშჩი

პოლონური ცივი ბორშჩი

რეცეპტის კატეგორია:

სუპები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი - 6 ცალი
  • ცივი წყალი - 750 მლ
  • ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი - 500 მლ
  • კიტრი - 1 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 1 ს|კ
  • მაწონი - 300 მლ
  • კეფირი - 150 მლ
  • ლიმნის წვენი - 1 ს|კ
  • ბოლოკი - 4 ცალი
  • კამა
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:

გახეხილი ჭარხალი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. როგორც კი ჭარხალი დარბილდება, დაუმატეთ ბულიონი, შაქარი და კარგად აურიეთ. დაელოდეთ გაციებას.

უკვე გაციებულ წვნიანს დაუმატეთ მაწონი და კეფირი, კვლავ აურიეთ.თუ წვნიანი ძალიან ტკბილი გამოგივათ, დაუმატეთ მას ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა.

სუფრაზე მიტანისას თითოეული ულუფა გააფორმეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხით, ბოლოკით და მწვანილებით.

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry