რეცეპტები

ცომეული
გურული (საშობაო) ღვეზელი
გურული (საშობაო) ღვეზელი

გურული (საშობაო) ღვეზელი

რეცეპტის კატეგორია:

ცომეული

მომზადების დრო:

45

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • 300 გრ. წყალი ან რძე
  • 1.5 სუფრის კოვზი საფუარი
  • 600+300 გრამი ფქვილი
  • 50 გრამი ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 700 გრამი იმერული ყველი
  • 4 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე

მომზადების წესი:

შეათბეთ წყალი/რძე 35C გრადუსამდე, შეურიეთ მარილი და გახსენით საფუარი.

 ჩაყარეთ 600 გრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუარიანი წყალი/რძე და ზეთი. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეფუთეთ და 2 საათით დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

შემდეგ ჩაუმატეთ ცომს 150-200 გრამი ფქვილი და ერთხელაც მოზილეთ. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გაყავით მიღებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად. შეფუთეთ(გადააფარეთ კულინარილი ცელოფანი) და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წუთით.

დაფშხვენით ყველი. 4 ცალი მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ხელით გააბრტყელეთ ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილეთ ყველი და განათავსეთ კვერცხის ორი ნაჭერი. ზევიდან გადმოაკეცეთ ცომის მეორე ნახევარწრე და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარით პირი.

განაცალკევეთ ერთი კვერცხის გული ცილისგან. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე და კარგად გათქვიფეთ.

მოაყარეთ ფქვილი საცხობ ლანგარს, განათავსეთ მასზე ნახევარმთვარისებური გურული ღვეზელები და მოაცხეთ ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ღუმელში და აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry