რეცეპტები

ცომეული
შაშხის და ყველის ღვეზელი ფენოვან ცომში
შაშხის და ყველის ღვეზელი ფენოვან ცომში

შაშხის და ყველის ღვეზელი ფენოვან ცომში

რეცეპტის კატეგორია:

ცომეული

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი - 500 გ
  • გახეხილი ყველი - 2 ჭიქა
  • შაშხი - 8 ნაჭერი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • გახეხილი პარმეზანი - ¼ ჭიქა
  • ოხრახუში - 1 ს/კ

მომზადების წესი:

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი.

ცომის ერთ ნაწილზე მოათავსეთ გახეხილი ყველი, ზემოდან დააწყვეთ შაშხის ნაჭრები. გამზადებულ შიგთავსს გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი, შემოუკეცეთ გვერდები და დაჭერით 8 ნაწილად.

თუნუქის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ გამოსაცხობად გამზადებული ღვეზელები. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.  

 

 

 

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry