რეცეპტები

ცომეული
ალუბლის ვარენიკი
ალუბლის ვარენიკი

ალუბლის ვარენიკი

რეცეპტის კატეგორია:

ცომეული

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი - 3 ჭიქა 
  • რძე - 1/2 ჭიქა 
  • წყალი - 1/2 ჭიქა 
  • კვერცხი - 1 ცალი 
  • ზეთი - 1 ჩ/კ 
  • მარილი - 1 ჩ/კ 
  • ალუბალი  - 400/500 გ (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალი)
  • შაქრის ფხვნილი - 3/4 ს/კ 

მომზადების წესი: 

ალუბალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაკურკეთ. მოათავსეთ ჭურჭელში და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ისე, რომ ალუბალი დატკბეს და წვენი გაუშვას. დატოვეთ რამდენიმე ხნით მაცივარში.

პარალელურად, შეაზავეთ ერთმანეთში რძე, თბილი წყალი, მარილი და ზეთი. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი, წყლისა და რძის ნაზავი და მოზილეთ ცომი. თუ ფქვილი დაგაკლდათ, ცოტა კიდევ შეაზილეთ, სანამ არ მიიღებთ მკვრივ მასას. 

ცომი გააბტრყელეთ და ჭიქით ან ცომის სპეციალური ამოსაჭრელით მოაჭერით მრგვალი ფორმები. შემდეგ, თხლად გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზედ ორი ან სამი ალუბალი. გადაკეცეთ ცომი და კიდეები კარგად შეაწებეთ ისე, რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმა. 

ვარენიკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry