რეცეპტები

დესერტები
შარლოტკა ვაშლით
შარლოტკა ვაშლით

შარლოტკა ვაშლით

რეცეპტის კატეგორია:

დესერტები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ვაშლი - 5 ცალი
  • კარაქი - 70 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კონიაკი - 120 გ
  • დარიჩინი - 1 ჩ/კ
  • სავოიარდის ბისკვიტები - 15/18 ცალი

მომზადების წესი:

ვაშლი გათალეთ და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად. ქვაბში გაადნეთ 50 გ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი, 50 გ შაქარი, 50 მლ კონიაკი და დარიჩინი. მოთუშეთ დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ ვაშლი არ დარბილდება.

ღრმა საცხობ ფორმას ძირზე და გვერდებზე სქელ ფენად წაუსვით დარჩენილი 20 გ კარაქი და მოაყარეთ შაქარი.

ცალკე ქვაბში აურიეთ 50 გ შაქარი, 70 მლ კონიაკი და 150 მლ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2-3 წუთი, რომ წამოდუღდეს. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ განიერ თასში და აცადეთ გაგრილება.

გაგრილებულ სითხეში ამოავლეთ სავოიარდის ბისკვიტები და მჭიდროდ დაალაგეთ  საცხობი ფორმის ძირზე და გვერდებში.

შუაში მოათავსეთ მოთუშული ვაშლი (სიროფის გარეშე). ზემოდან კვლავ დააწყვეთ კონიაკიან სითხეში ამოვლებული ბისკვიტები. ეცადეთ ზედაპირი იყოს სწორი. ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ მოაჭრათ. შედგით წინასწარი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry