რეცეპტები

ცხელი-კერძები
ქათმის მწვადი ლუდით
ქათმის მწვადი ლუდით

ქათმის მწვადი ლუდით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 4 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ლუდი - 150 მლ
  • თაფლი - 2 ს/კ
  • წითელი წიწაკა - 1 ჩ/კ
  • მდოგვი - 1 ჩ/კ
  • სოიოს სოუსი -  50 გ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • ქინძი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

შესაბამის ჭურჭელში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი, ლუდი, თაფლი, წითელი წიწაკა, მდოგვი, სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი.

მომზადებულ მარინადში  ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები ისე, რომ დაიფაროს.

გადააფარეთ კულინარიული პარკი, შედგით მაცივარში 2 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში.

ქათმის ნაჭრები ააგეთ შამფურზე, მოასხით მარინადი და შეწვით გახურებულ მაყალზე.

ხორცის შესაწვავად დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ.

მწვადი შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ქინძით.

 

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry